ლევან კობიაშვილი: ჩვენი ნაკრების ახალი მწვრთნელის ჩამოყვანას სფფ პარტნიორებთან ერთად უზრუნველყოფს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მთავარი მწვრთნელი მალე ეყოლება.

ამის შესახებ მან პირველ არხთან ისაუბრა და მიანიშნა, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი უცხოელი იქნება. როგორც კობიაშვილმა აღნიშნა, ფედერაციის ყველა ხარჯს, მათ შორის, ახალი მთავარი მწვრთნელის ჩამოყვანის ხარჯს, თავის პარტნიორებთან და მხარდამჭერებთან ერთად უზრუნველყოფს.

“მარტის ბოლომდე, როდესაც ახალი შესარჩევი ციკლი დაიწყება, ახალი მწვრთნელის შესარჩევად დროს არის. თუმცა, ბევრი დროც არ გვაქვს და გვჭირდება მწვრთნელი, რომელიც მანამდე გუნდს გაიცნობს და ფეხბურთელებთან ურთიერთობა ექნება. შესაბამისად, ვმუშაობთ, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რაც შეიძლება მალე რომ წარვადგინოთ. დღევანდელი მონაცემებით, ვერ გეტყვით, ეს როდის მოხდება. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე მოვახერხებთ”, – აღნიშნა სფფ-ს პრეზიდენტმა.

ლევან კობიაშვილის თქმით, ფეხბურთის ფედერაციის მიერ სახელმწიფო დაფინანსებაზე უარის თქმა საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის შერჩევაში ორგანიზაციას ფინანსურად არ შეზღუდავს.

“სახელმწიფო პროგრამით გამოყოფილი თანხები სანაკრებო ხარჯებზე იყო გაწერილი და მომავალ მწვრთნელთან და მის ხელშეკრულებასთან კავშირში არ აქვს. ამას ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს – ესაა ჩვენი ვალი. ნამდვილად ძლიერი სპონსორები გვყავს. ფეხბურთის ფედერაციის ყველა ხარჯს, მათ შორის, ახალი მთავარი მწვრთნელის ჩამოყვანის ხარჯს, თავის პარტნიორებთან და მხარდამჭერებთან ერთად უზრუნველყოფს”, – თქვა ლევან კობიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად