ლევან კობერიძე: თუ ეს არ გამოვა, მაშინ თბილისის რომელიმე ოლქში ჩემს კანდიდატურას დავაყენებ

“ქართულ ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას” ორივეს აწყობდა ჩაგდებულიყო საკონსტიტუციო ცვლილებები და დარჩენილიყო ისევ ძველი ფორმულა. ჩვენ არ მივეცით ამის საშუალება”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. 

ამასთან კობერიძე გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს მესამე ცენტრის შექმნის იდეით მიმართავს.

კობერიძე აცხადებს, რომ თუ ეს გამოვა და პოლიტიკური ერთობა არ შედგება, მაშინ თბილისის ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარად იყრის კენჭს.

“ოპოზიციას იმის მაგივრად, რომ გაეფორმებინა ეს ცვლილებები კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ამ დროს ეს იყო ჩვენი დამსახურება. ჩვენ არცერთს  არ მივეცით ამ თემიდან გაქცევის საშუალება.

თუ ჩვენ გვინდა, რომ ამ ქვეყანაში რეალური პოლიტიკური ცვლილებები დაიწყოს, საჭიროა მსგავსი ტიპის ერთობა. რაც ხდება პოლიტიკურ ველზე, ეს არ არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის ერთმანეთისათვის 3-დან 5%-მდე ადგილებზე გარიგების მსჯელობა.

თუ დავინახავთ, რომ ვერ დაძლევენ ეგოებს და ეყოფათ პოლიტიკური სიჯანსაღე, რომ მართლა დიდ პოლიტიკურ თამაშში უნდათ შემოსვლა და არა რამდენიმე ადგილი პარლამენტში ეს ერთობა უნდა შედგეს. თუ ეს არ გამოვა, მაშინ მე, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი და პოლიტიკოსი თბილისის რომელიმე ოლქში დავაყენებ ჩემს კანდიდატურას. 2-3 კვირა კიდევ არის იმისათვის, რომ ასეთი ერთიანი ბლოკი გამოვა “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ”, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად