ლევან კობერიძე რომან კაკულიას: ხელი გააჩერე, ჩაწიე ქვემოთ, ნუ მიქნევ ხელებს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია და ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი ლევან კობერიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვისას კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან  კახა ბექაურისათვის კითხვების დასმის დროს რეგლამენტის დაცვისაკენ მოუწოდა, რაც კამათის მიზეზი გახდა.

„ნუ მიყვირი, უყვირე ვისთანაც გაგსვლია“, – მიმართა  რომან კაკულიამ ლევან კობერიძეს.

„ვისთანაც გამსვლია და შენ გიყვირივარ. კომიტეტის თავმჯდომარე ხარ და საკითხი უნდა განვიხილოთ, ხელი გააჩერე, ჩაწიე ქვემოთ, ნუ მიქნევ ხელებს“, – მიმართა ლევან კობერიძემ რომან კაკულიას.

ამის პასუხად რომან კაკულიამ დეპუტატს მოუწოდა: „მორჩი აქ ბლატაობას“.

„ბლატაობას გაჩვენებ, წესიერად ილაპარაკე. მაცადე საუბარი“, – უპასუხა ლევან კობერიძემ.

აღნიშნული დაპირიპირების გამო, კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა.

შეგახსენებთ,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები დარეგისტრირდა – შესწორებების მიღების შემთხვევაში, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ექნება უფლება, ორგანიზაციებში სპეციალური მმართველები დანიშნოს ორი წლის ვადით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად