A1 ბანერი

ლევან კობერიძე: რა ფორმითაც ზარდიაშვილმა გააჟღერა თავის მოსაზრება, ჩემთვის მიუღებელია

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.

“იმედია ეთერში არ მომიყვანეთ იმისთვის, რომ ვანო ზარდიაშვილის განცხადებებზე ვისაუბრო. ვანო ზარდიაშვილი არც უმრავლესობის ლიდერია, არც პარლამენტის თავმჯდომარე და არც ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე და ა. შ. მის მოსაზრებებზე კომენტარებს ვერ გავაკეთებ. მე კომენტარებს ისედაც არ ვაკეთებ ხოლმე კოლეგების მოსაზრებებზე. მან თავისი პოზიცია თქვა, ვიტყვი იმას, რომ ის ფორმა რომლითაც მან გააჟღერა თავისი მოსაზრება ჩემთვის მიუღებელი იყო. შესაბამისად მის შემდგომ კომენტარებზე არ ვაპირებ კომენტარებს”, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

შეგახსენებთ, ვანო ზარდიაშვილმა ბესელიას ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არც ერთი პირველკურსელი იურისტი ამ ცვლილებებს ხელს არ მოაწერს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...