ლევან კობერიძე: ქვეყანას ყავს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც არღვევს კანონს!

ქვეყანას ყავს შს მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც თავად არღვევს კანონს! – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერძე განცხადებას ავრცელებს.

“ორი თვის წინ  შსს მინისტრს  გახარიას სადეპუტატო შეკითხვა  გავუგზავნე იმ აქტივობაზე, ამოტრიალებული მანქანებით რომ გაავსეს მთელი ქალაქი –  კამპანია “მეტი სიცოცხლისთვის” : რა იყო ამ კამპანიის მიზანი, რა დაუჯდა ეს  ბიუჯეტს  და რა შედეგები   დადგა. ჩემი აზრით ეს იყო ბიუჯეტის უყაირათო ხარჯვის ერთერთი მკაფიო მაგალითი და როგორც ჩანს ამაზე შსს მინისტრს პასუხი არ აქვს

– კანონის ძალით  და ნებისმიერ მინისტრს  და საჯარო უწყებას ევალება,  რომ კონკრეტულ ვადაში უპასუხოს პარლამენტარის სადეპუტატო შეკითხვას , გახარიამ უგულებელყო და დაარღვია კანონი.

– აუხსნას ეხლა გახარიამ საზოგადოებას რატომ დაარღვია კანონი ?!”- ნათვქმია ლევან კობერიძის განცხადებაშუ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...