ლევან კობერიძე: “ქართული ოცნების” რეიტინგი კატასტროფულად ეცემა

“ქართული ოცნების” რეიტინგი კატასტროფულად ეცემა”-ამის შესახებ, პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა

კობერიძის თქმით, მმართველი გუნდის რეიტინგი ბოლო პერიოდში კატასტროფულად ეცემა.

“გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება ხედავს თავის ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 20 ივნისიდან მოყოლებული, გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩასმით, მერე შემდეგ ახალგაზრდების სამართლიანი მიტინგი, რასაც ეს ყველაფერი მოჰყვა პროპორციული არჩევნების გადადგება და.. მათი რეიტინგი ვხედავთ, რომ კატასტროფულად ეცემა.

შესაბამისად, „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი „იარაღი“ დაინსტრუმენტი ქონდეს ჰქონდეს. ვაიდა, დასჭირდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინსტრუმენტი იქნება მათ შეიარაღებაში წინასაარჩევნო ბრძოლის დროს. რა, არ მოვუტყუებივართ, არ შევუშინებივართ..”-ამბობს კობერიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად