ლევან კობერიძე: “ოცნება” პარტიებს აშანტაჟებს

ეს კანონი მიიღეს იმისთვის, რომ პარტიებთან ევაჭრათ, ახლა რასაც აკეთებენ ეგ არის შანტაჟი, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან კობერიძემ “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს ცოტა ხანში შევთავაზებთ:

ლევან კობერიძე: „ოცნებამ“ ცესკოს მიაღებინა გადაწყვეტილება, რომ არ გახსნას უბნები და არ გადათვალოს. მეორე მხრივ ღია ვაჭრობა დაიწყო პარტიებთან. მხედველობაში მაქვს კობახიძის განცხადება პარტიების დაფინანსების შეწყვეტაზე. ეს გარკვეულ ლოგიკაში ჯდება, მაგრამ ეს ლოგიკა სად იყო, როცა ამ კანონს იღებდა პარლამენტი და რატომ არ ჩაიწერა ეს მუხლი მაშინვე, რომ თუ პარტია უარს იტყვის პარლამენტში შესვლაზე, მას შეუწყდება დაფინანსება. მაშინ მას მე დავარქვი ბიძინა ივანიშვილის 1%-იანი ტრიუკი. იმიტომ მიიღეს ეს კანონი, რომ ვაჭრობა გაეჩაღებინათ პატარ-პატარა პარტიებთან, რომ 1%-ით შემოხვალთ და დაფინანსება გექნებათო და არა დემოკრატიის გასაძლიერებლად. ახლა კობახიძე გამოვიდა და როგორც დაგპირდით, ისევ წავიღებთ უკანო. ანუ სავაჭროდ იყენებენ.

_ აშანტაჟებენ პარტიებს?

_ კი. ეს არის პარტიების შანტაჟი. ჩვენ პარტიას აქვს რესურსი, რომ პარტიულად იმუშაოს, მაგრამ შედარებით მცირე პარტიებისთვის მნიშვნელოვანი იქნება დაფინანსება და ამის გამო ხდება შანტაჟი.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად