ლევან კობერიძე: “ოცნება” ხვდება, რომ 2020 წლის არჩევნების გაყალბება მოუწევს

ამის შესახებ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“როგორც ჩანს, უკვე თვითონაც ხვდებიან, რომ 2020 წლის არჩევნების ჩატარება გაყალბებით მოუწევთ. ადმინისტრაციული რესურსისა და ძალოვანი სტრუქტურების გამოყენება მოუხდებათ. დიდი ალბათობით, მსგავსი ტიპით ჩატარებული არჩევნები იქნება არალეგიტიმურად ცნობილი. ამის შემდეგ, უნდათ, რომ ჩვენ, ოპოზიცია დაგვითანხმონ, რომ თურმე, მხოლოდ 2024 წლამდე უნდა იყოს ვადა შერეული სისტემით ჩატარების. უნდათ ისე გაატარონ, რომ თუ ქვეყანაში სტაბილურობა, მშვიდობა გვინდა, პასუხიმგებლობა ოპოზიციაზეა. მინდა მათ ვუთხრა, რომ პასუხისმგებლობა სრულად მათზეა,”- განაცხადა ლევან კობერიძემ.

ცნობისთვის, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა “2020 წლის არჩევნებამდე უნდა მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილება, რითაც 2024 წლამდე შესაძლო რიგგარეშე არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად