ლევან კობერიძე: მეორე მოსმენის დროს მეტი რისკები გვექნება

„განცდა მაქვს, რომ მეორე მოსმენისთვის რაღაც უნდა მოხდეს”, – ასე აფასებს ლევან კობერიძე საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას.

დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, მას არ აქვს ნდობა სხვა პოლიტიკური პარტიების მიმართ და ეჭვობს, რომ მეორე მოსმენა უფრო პრობლემური იქნება

” გარანტია და ნდობა არ გამაჩნია „ქართული ოცნების“, „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. მინდა გითხრათ, რომ მეორე მოსმენის დროს მეტი რისკები გვექნება”, – ამბობს ლევან კობერიძე.

ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად