ლევან კობერიძე: ხელისუფლების სლოგანი და ვიზუალური იდენტობა არის კორონავირუსი, რაც ძალიან სამწუხაროა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის შეფასებით,  პრემიერ-მინისტრის პარლამენტში ორჯერ მისვლამ დაადასტურა მხოლოდ ის, რომ   კორონავირუსი არის მთავრობის და “ქართული ოცნების” მთავარი მოკავშირე და საარჩევნო სახე.

რაც შეეხება გიორგი გახარიას მიერ დეპუტატების მიერ დასმულ შეკთხვებზე  გაცემულ პასუხებს, ლევან კობერიძემ “ტვ პირველში” სტუმრობისას განაცხადა, რომ მან კონკრეტულ კითხვებზე პასუხები პრემიერისგან ვერ მიიღო.

“მიმაჩნია, რომ ჰოსპიტალური და ჯანდაცის სექტორი მზად არ არის გახსნისთვის. ვერ მივიღე პასუხი, რამდენად უკეთ მოემზადა, გამოასწორა თუ არა სიტუაცია იმ ორი თვის განმავლობაში, როცა  შეკავების, “შეკეტვის” ფაზა გვქონდა და მოსახლეობამ პატიოსნად დავიცავით წესები. ასევე ვერ მივიღე პასუხი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმა არსებობს თუ არა. მითხრეს რომ ამაზე საუბარი არის პოპულიზმი. თუ ასე თვლიან კი ბატონო, მაგრამ მე ვთვლი რომ ეკონომიკას ახალი ხედვები სჭირდება” -განაცხადა ლევან კობერიძემ.

შეკითხვაზე, რა არის მთავარი, რაც პრემიერის მოხსენების შედეგად იყო გასაგები, ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსი არის მთავრობის და “ქართული ოცნების” მთავარი მოკავშირე და საარჩევნო სახე.

“მთავარი გავიგეთ ის, რომ კორონავირუსი არის მთავრობის და “ქართული ოცნების” მთავარი მოკავშირე და საარჩევნო სახე. მეორე მთავარი, გავიგეთ, რომ ხელისუფლებამ ახალი სტრატეგია აირჩია ოპონენტებთან მიმართებაში და კრიტიკას, ან კითხვებს პასუხობს ერთგვარი ირონიით და აგრესიით. მათ ფაქტიურად წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვთ და მათი სახე,  სლოგანი და ვიზუალური იდენტობა არის კორონავირუსი, რაც ძალიან სამწუხაროა. აგრეთვე, დავინახეთ, რომ საქართველოს მოსახლეობა, რომელსაც ჩვენ ვეუბნებით, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში ცხოვრობს და პარლამენტში პრემიერის და მინისტრების მოსვლა უნდა იყოს ჩვეულებრივი ამბავი, ამისგან შეიქმნა რაღაც ერთკვირიანი პოლიტიკური რის წესრიგი, რომლიდანაც ვერავინ ვერ გამოვდივართ. არაფერი საინტერესო არ მომხდარა. ვერ მივიღეთ კითხვებზე პასუხები.”-განაცხადა ლევან კობერიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად