ლევან კობერიძე: გადაწყვეტილებები ცესკოში “ოცნებიდან” მიიღება, ეს ავტორიტარიზმისკენ მიმავალი სიმპტომია

გადაწყვეტილებები სხვადასხვა უწყებაში, მათ შორის ცესკოში “ოცნებიდან” მიიღება, ეს ავტორიტარიზმისკენ მიმავალი ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია, – ამის შესახებ “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან კობერიძემ.

“ვეთანხმები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის საელჩოს განცხადებას, სადაც გულისტკივილით აღნიშნავს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებსა და პარტია „ქართულ ოცნებას“ შორის ზღვარი პრაქტიკულად წაშლილია. რეალურად გადაწყვეტილებები სხვადასხვა სტრუქტურებში, მათ შორის ცესკოში მიიღება პარტიიდან. ეს არის ავტორიტარიზმისკენ მიმავალი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სიმპტომი, როდესაც პარტია წყვეტს – უნდა გადათვალოს თუ არა უბნები, როგორ უნდა წარიმართოს პროცესი, რომელიც იმსახურებს მაქსიმალურ გამჭვირვალობას”, – განაცხადა ლევან კობერიძემ, რომელთან ინტერვიუს სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად