ლევან კობერიძე ეკონომიკის ყოფილ მინისტრს გიორგი ქობულიას პარლამენტში მოსმენას ღია ფორმატში სთავაზობს

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ეკონომიკის ყოფილ მინისტრს გიორგი ქობულიას პარლამენტში მოსმენას ღია ფორმატში სთავაზობს.

“რადგან კომიტეტს მისი მოსმენის სურვილი არ ჰქონდა, ქობულიას განსხვავებული ფორმატი, პარლამენტში ღია მოსმენა შევთავაზეთ. ოპოზიციამ კომიტეტის ფორმატში მინისტრის მოსმენის საკითხი დასვა, მაგრამ კომიტეტის თავმჯდომარემ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო. თავმჯდომარის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო”.

ამის შესახებ ლევან კობერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას მას შემდეგ განაცხადა, რაც დარგობრივი კომიტეტის ფორმატში დასმული მისი წინადადება კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას მიერ გაზიარებული არ იქნა.

პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის დღევანდელი სხდომის გადადების მიზეზი კომიტეტის ფარგლებში ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას დაბარების საკითხი გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...