A1 ბანერი

ლევან კობერიძე: დოლიძეს და ჯანეზაშვილს მადლობას ვუხდი… მათ დღევანდელი დუმილით კინკლაობა აირიდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს ანა დოლიძესა და ნაზი ჯანეზაშვილს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით აქტიური ბრძოლისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ დეპუტატმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” ისაუბრა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, დღევანდელი დუმილის მიუხედავადაც? – პასუხობს:

“არა მხოლოდ. მათი მხრიდან დღევანდელი დუმილი ჩემი აზრით იყო ძალიან პოზიტიური. იმიტომ რომ მათ აირიდეს ის პოლემიკა, უფრო სწორად კინკლაობა რისი მცდელობაც შეიძლება ყოფილიყო. მე მათ მადლოას ვუხდი არა მხოლოდ ახლა, არამედ იმ დღიდან მოყოლებული რაც ისინი იუსტიციის საბჭოში არიან. მათი მკაფიო და პროფესიონალური პოზიციისთვის ვუხდი მადლობას, რასაც ისინი იცავენ სხდომიდან სხდომამდე. ჩემთვის აღმოჩენა იყო და კმაყოფილი ვარ იმით, რომ ნაზი ჯანეზაშვილს მხარი დავუჭირეს კენჭისყრაზე. მან გაამართლა ის იმედები, რასაც მე ვამყარებდი, როდესაც ხმას ვაძლევდი.

ანა დოლიძეს რაც შეეხება, ჩემზე და ბევრ ჩვენთაგანზე გაცილებით დიდი ხანია სამართლიანობისთვის ბრძოლაშია ჩართული. ამ ორ ადამიანს მადლობას ვეუბნები სწორი პოზიციისათვის, რაც მათ დღემდე უკავიათ”, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...