ლევან კობერიძე:ჩემთვის გასაგებია, ლევან ვასაძე ვის წისქვილზე ასხამს წყალს

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში აქციაზე ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები გააკეთა.

„თუ  АФК -ს სისტემა გაგიგიათ, ნახავთ, ვასაძეს რა პოზიცია ეკავა. ეჭვი არავის ეპარება, რომ მსგავსი სახის ორგანიზაციები და კომპანიები რუსეთში პირდაპირ მათ სპეცსამსახურებთან არიან კავშირში. ეს ხელის გულზე დევს და ამას მარჩიელობა არ სჭირდება. ჩემთვის გასაგებია, ლევან ვასაძე ვის წისქვილზე ასხამს წყალს. ეს ადამიანი ისეთ კომპანიასა და ისეთ თანამდებობაზე მუშაობდა, ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ არ ჰქონდეს პირდაპირი, არათუ ირიბი კავშირი რუსულ სპეცსამსახურებთან. მისი განცხადებები ანტისახელმწიფოებრივია და თუ ქვეყანას პრეტენზია აქვს, რომ ქვეყანაა, შესაბამისი ნაბიჯები სასწრაფოდ უნდა გადაიდგას. თუ არის რამე კანონსაწინააღმდეგო, შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. კანონი ყველასთვის კანონია“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

ცნობისთვის, ბიზნესმენი ლევან ვასაძე ამბობს რომ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში წესრიგს, ამიტომ ის რაზმების შექმნა იწყებს. ასევე აანონსებს კომბლების რევოლუციას და ქამრებით ხელების შეკვრას. აღნიშნულ განცხადებებთან დაკავშირებით კი, შსს-მ გამოძიება დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად