ლევან კობერიძე: არ გამოვრიცხავ, რომან კაკულიას განცხადება “კავკასუს ონლაინზე” გახდეს არგუმენტი საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოში

2020 წლის 17 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონი („კანონი“). პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონი მაცნეში იმავე დღეს გამოქვეყნდა და დღეს უკვე კანონი მოქმედია.

კომისია კანონს ბიზნესთან კონსენსუსის შედეგს უწოდებს, თუმცა ფაქტია, რომ კავკასუს ონლაინი, რომელიც სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ამ კონსენსუსის ნაწილი არ არის და ეს არაერთგზის დააფიქსირა კომპანიის ხელმძღვანელობამ.

„კავკასუს ონლაინი“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ექსპერტები საკანონმდებლო ცვლიებებს „ბიზნესისთვის კატასტროფულად მავნეს და დამაზიანებელს“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ კანონი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

პარლამენტარი ლევან კობერიძე, ამჯერად „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკეში, „აიპრესთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ამ კანონის მისაღებად უპრეცედენტო მობილიზაცია გამოცხადდა პარლამენტში და საკანონმდებლო ორგანომ დაუშვა ყველა გამონაკლისი, რისი დაშვებაც შეიძლებოდა.

 ბატონო ლევან, უპირველეს ყოვლისა, მინდა გკითხოთ, რას ემსახურებოდა ამ კანონის მიღება და რა შედეგებს მიიღებს ქვეყანა სამომავლოდ ამ სახის ცვლილებების შეტანით?

ეს კანონი არის თვალსაჩინო გამოვლინება დღევანდელი ხელისუფლების დაუოკებელი სურვილის, რომ არ დატოვოს სივრცე, მათ შორის ბიზნესს სივრცეც, რომელზეც არ ექნება პირდაპირი ჩარევის, კონტროლის და ზეწოლის მექანიზმი. ამ კანონით ფაქტიურად ოცნების ხელისუფლებამ ლეგალური სახე მისცა იმ ბიზნესზე ძალადობას, რასაც ნაციონალური მოძრაობა ახორციელებდა ბიზნესზე პირდაპირი ტერორის და რეკეტის სახით. ეს კანონი იძლევა საშუალებას საკუთრების უფლების შელახვის და ბიზნესის საკუთარი ( ხელისუფლების) პოლიტიკური ინტერესისათვის დაქვემდებარებას

რას ნიშნვს, როცა დარგობრივი  კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია პირდაპირ აცხადებს, რომ ეს კანონი მიღებული იქნა კონკრეტულად ერთი კომპანიისთვის?

 ვფიქრობ, მისი ეს განცხადება არის უკიდურესად დამაზიანებელი ისეთი ქვეყნის ეკონომიკისათვის, რონლისთვისაც საკუთრების უფლების ხელყოფის მცდელობა, კონკურენციის შეზღუდვა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისგან გადახვევა არის დამღუპველი და შეიძლება შეუქცევადი ხასიათი იქონიოს. არ გამოვრიცხავ, მისი ეს გამონათქვამი გახდეს სერიოზული არგუმენტი საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში ქვეყნის ( საქართველოს ) წინააღმდეგ

რატომ გახდა საჭირო ამ კანონის მიღება უპრეცედენტოდ საჩქარო წესით და თქვენ, როგორც პარლამენტარს, რამდენი შემთხვევა გახსენდებათ, როცა ღამის 2 საათამდე მიმდინარეობდა კომიტეტის სხდომები?

 ეს იყო არა მხოლოდ გამონაკლისი შემთხვევა, არამედ ოცნების მმართველობის მთელს 8 წლიან პერიოდში, პარლამენტში არ ახსენდებათ მსგავსი პრეცენდეტი – როდესაც სხდომები დღე და ღამე იყო გადაბმული რამდენიმე დღის განმავლობაში. გამიხარდებოდა ეს რომ ყოფილიყო მთელი მეცხრე მოწვევის პარლამენტის ჩვეული სამუშაო რიტმი:) ფაქტია ეს იყო პარტიული დავალება და პარლამენტს და კომიტეტს პირდაპირ დაევალა ამ კანონპროექტის აუცილებლად არათუ დაჩქარებულად, არამედ ფაქტობრივად, ბიზნეს სექტორთან, ექსპერტებთან და დეპუტატებთან განხილვის გარეშეც კი.

სხდომებზე ვიხილავდით კანონპროექტს, რომელიც დარიგებულიც კი არ იყო და ცვლილებების ზეპირად მოსმენა გვიწევდა დეპუტებს. ეს იყო არა საპარლამენტო განხილვა არამედ პარლამენტის როგორც ინსტიტუციის შაპიტოს ცირკად გადაქცევა. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობის იმ წევრებმს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ კანონს, არც კი იციან რას დაუჭირეს მხარი. სამწუხაროა, რომ სააკშვილის რეჟიმის დროინდელი “ნოტარიუსი” პარლამენტის მუშაობა ოცნებამ მისი მმართველობის ბოლო წლებში სრულად გადმოაკოპირა

  გახდება თუ არა ეს კანონი სახიფათო ინვესტიციების მოზიდვოს თვალსაზრისით და ხომ არ დაფრთხებიან პოტენციური ინვესტორები?

არათუ გახდება, არამედ უკვე გახდა! და ეს კანონი  იმ უკვე მიღებული კანონების გაგრძელებაა, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს “დამსჯელ სტრუქტურებად” გადააქციოს მარეგულირებელი კომისიები და სამინისტროები – ამის მაგალითია ჯანდაცვის სფეროში მიღებული ყბადაღებული 520-ე დადგენილება და საკანონმდებლო ცვლილებები,  ჯანდაცვისა და წამლის შესახებ კანონები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად