ლევან ხაბეიშვილის ძალადობაში ბრალდებულ “ოცნების” დეპუტატებს 5000- ლარიანი გირაო შეეფარდათ

თბილისის საქალაქოს სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძმემ დააკამყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და თბილისის საკრებულოს დეპუტატებს: თარაზ შურღაიას, ალექსანდრე ხუჯაძეს და ავთანდილ ცინცაძის აღკვეთი ღონისძიების სახედ 5000 ლარიანი გირაოს შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით,  “2020 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, თბილისის საკრებულოს წევრებს: ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას წარედგინათ ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით” – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად