ლევან ხაბეიშვილი: სესიაშვილმა რომ თქვას, ქვეყანაში რამე ცუდადააო, მერე აუზში წყალს ვინ ჩაუსხამს?

სესიაშვილმა რომ თქვას, ქვეყანაში რამე ცუდადააო, მერე აუზში წყალს ვინ ჩაუსხამს? – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ოპოზოციის კანდიდატმა სამგორის მაჟორიტარულ ოლქში ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა “ტვ პირველის” გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი”.

“თქვენ გგონიათ, რომ ვინმეს რამე არ ესმით და არ იციან, რომ ადამიანებს უჭირთ? უბრალოდ თავად არიან ბედნიერები, ჯიბეები აქვთ სქელი და ვალდებულება აქვთ ბიძინა ივანიშვილთან. უნდა თქვან, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. ირაკლი სესიაშვილი რომ გამოვა, რას იტყვის, რომ ქვეყანაში რამე ცუდადაა? მერე აუზში წყალს ვინ ჩაუსხამს? ეს ხალხი დაკავებულია მოსახლეობის ყაჩაღობით და ძარცვით.

გახარიამ გვითხრა, რომ პანდემიის დროს 3 მილიარდ დოლარიანი დახმარება მოვიზიდეთო, რაც 9 მილიარდ ლარზე მეტია. სად არის ეს თანხა, სად და ვისზე ნაწილდება?” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად