ლევან ხაბეიშვილი: ქვასროლია ხელისუფლებამ რეალურად ეს ქვები ესროლა ადამიანებს, რომ მათ ხმა არ ამოიღონ

ქვასროლია ხელისუფლებამ რეალურად ეს ქვები ესროლა ადამიანებს, რომ მათ ხმა არ ამოიღონ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ოპოზოციის კანდიდატმა სამგორის მაჟორიტარულ ოლქში ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა “ტვ პირველის” გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი”.

“თქვენს ეთერში რაღაც წამოვიღე სადემონსტრაციოდ. ეს არის ქვები, რომელიც დღეს დაუშინეს ჩემ საარჩევნო შტაბს. მათ ჰგონიათ, რომ ეს ქვა მესროლეს მე, ან ჩემ საარჩევნო შტაბს აფრიკის დასახლებაში. რეალურად, ეს მოქნეული ქვები, რასაც ხედავთ, ეს არის ქვასროლია ხელისუფლება, რომელიც ამ ქვებს ესვრის იმ ადამიანებს, რომლებზეც თქვენ საუბრობდით. ადამიანებს, რომელთაც უჭირთ და აწუხებთ კრიმინალი… ეს ქვები ესროლეს ადამიანებს, რომ მათ ხმა არ ამოიღონ”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად