ლევან ხაბეიშვილი: მზად ვარ, ხელისუფლებას ჩავყვე კიევში, სააკაშვილის სახლში და თუ თავი აქვთ, დააკავონ

წულუკიანის და მდინარაძე-ვოლსკის გარდა ვინ ეძებს სააკაშვილს?! – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციაში ვისაც კი საღი აზრი მოეკითხება, შეთანხმებულია, რომ სააკაშვილი პოლიტიკური დევნილია. ინაშვილთან ვერ შეთანხმდებიან ამაზე, რადგან მას ოპოზიციად არ განიხილავს.

“პრინციპში ამაზე სერიოზულად როგორ უნდა ვისაუბრო, მაგრამ მთელი საზოგადოება და საერთაშორისო საზოგადოება შეთანხმებულია ამაზე. წულუკიანის და მდინარაძე-ვოლსკის გარდა ვინ ეძებს სააკაშვილს?! თუ ეძებენ, მე პირადად მზად ვარ, ჩავყვე კიევში, მივიყვანო სააკაშვილის სახლში და რამის თავი თუ აქვთ, დააკავონ. ეს ზღაპრები, რომ სააკაშვილი ძებნილია და ვერ ნახეს, სასაცილოა.

რაც შეეხება ოპოზიციას, ინაშვილი ვერ შეთანხმდება. ინაშვილს არ განვიხილავ ოპოზიციად. დანარჩენი ოპოზიცია კი, ვისაც ოდნავ საღი აზრი მოეკითხება, სააკაშვილი რომ პოლიტიკური დევნილია, გასაგებია ყველასთვის”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად