A1 ბანერი

ლევან ხაბეიშვილი: მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ბიზნესგეგმად გადაიქცა

დედაქალაქის საკრებულოში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა სხდომაზე დასძინა, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ბიზნესგეგმად გადაიქცა.

“ბატონო გიორგი, [საკრებულოს თავმჯდომარე] თქვენთანაც მაქვს კითხვა, როცა ლისზე ტეროტორია გადაეცა “ქართუ უნივერსალს”, ახლა რაღაც ნაწილი ამოჭრეს იქედან და გახდა საცხოვრებელი ზონა. რა ხდება? შემთხვევით არის ეს 12 მილიონად “ქართუში” ჩადებული? რა ხდება ამ მიმართულებით, საინტერესოა.

რომელიმე თქვენგანს რომ წაეკითხა რუკა, ხომ არ მოხდებოდა ისე, რომ ოპოზიცია წინა დღეს იტყოდა ამას. ბოტანიკურ ბაღში რა ხდება, ის თუ არ წაგიკითხავთ, დანარჩენ ქალაქში რა ხდება, როგორ დაგიჯეროთ. ხომ გინდათ, რომ მხარი დაგიჭიროთ, დაგვარწმუნეთ ამაში. ის, რომ რაღაც ტექნიკური ხარვეზია და გზადაგზა გაასწორებთ, ცოტა არასერიოზულად მეჩვენება”,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...