ლევან ხაბეიშვილი: მდინარაძე – ეს სათამაშო კაცი ივანიშვილის და ღარიბაშვილის სათამაშოა

“მდინარაძის – ამ სასაცილო კაცის განცხადება სერიოზულად რატომ უნდა განვიხილოთ? გვახსოვს, იძახდა სააკაშვილი ტუსკავეცშიაო. ამ კაცის განცხადებაზე, სერიოზულად როგორ უნდა ვისაუბრო?! ეს არის ივანიშვილის და ღარიბაშვილის სათამაშო კაცი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“მდინარაძის – ამ სასაცილო კაცის განცხადება სერიოზულად რატომ უნდა განვიხილოთ? გვახსოვს, იძახდა სააკაშვილი ტუსკავეცშიაო. ამ კაცის განცხადებაზე, სერიოზულად როგორ უნდა ვისაუბრო?! ეს არის ივანიშვილის და ღარიბაშვილის სათამაშო კაცი, რომელიც თანამდებობისთვის, კონკრეტული თანხისთვის და იმისთვის, რომ კორუფციაში იყოს, ფული აკეთოს და კეთილდღეობა მოიპოვოს, ამის გამო ყველაფერზე ხელის მომწერია. ალბათ ადვოკატები დარდობენ, რომ თავის დროზე მასაც ერქვა ადვოკატი და გარკვეული ადამიანების უფლებებს იცავდა. ამან ვისი უფლება უნდა დაიცვას?!

არ ვიცით სააკაშვილი ცუდად არის თუ კარგადო და დღეს პენიტენციური ავრცელებს განცხადებას, რომ იმდენად შეუძლოდაა, რომ მისი გადაადგილება ჯანმრთელობის რისკებთან არის დაკავშირებულიო. როცა უნდათ ხარივით არის ეს კაცი და ჭამს თურმე, როცა უნდათ მომაკვდავია და ვერ გადავიყვანთ სასამართლოშიო”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა: რა სამედიცინო სერვისის საჭიროებაა და არ ეწევა პატიმარ სააკაშვილს? ოპოზიციის ფეიქ მესიჯია, თითქოს ის საავადმყოფოში არაა

კომენტარები
იტვირთება...