ლევან ხაბეიშვილი: გახარია რატომაა ჩუმდად? ისტორიას გადაწერენ, მერე გამოვა და იტყვის ერი შეთანხმდაო

გახარია რატომაა ჩუმდად? ისტორიას გადაწერენ, მერე გამოვა და იტყვის ერი შეთანხმდაო, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

“პირობითად დაუმიზნა მაკო გომურს პირდაპირ და ესროლა სპეცრაზმელმა, ამის დამტკიცება პრაქტიკულად წარმოუდგენელია. მით უმეტეს, რომ ყველა ჩანაწერი განდგურებულია, უკანონო დავალებებს რომ გასცემდნენ, აი დათვის ტყვიებს, რომ ესროდნენ ადამიანებს. ამ მუხლით ადამიანის გასამართლება შეუძლებელია. ზუსტად იმ მუხლების ამნისტირებას აპირებენ “ქართული ოცნების” პირობებში.

სხვათა შორის გიორგი გახარია რატომ არის ჩუმად, ეს არ აინტერესებს საზოგადოებას?! როგორც კი ისტორიას გადაწერენ, მერე გამოვა და იტყვის, რომ თურმე ერი შეთანხმდა იმაზე, რომ ორივე მხრიდან ყოფილან დამნაშავეები. თურმე ანტისაოკუპაციო მოძრაობის მონაწილეები დამნაშავეები ყოფილან. ამას ხომ გვეუბნება “ქართული ოცნება”?! 78 პოლიციელია დაზარალებულად ცნობილი და მხოლოდ 7 სამოქალაქო პირი”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...