ლევან კალანდაძე: დღესდღეობით, მე ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ, ენერგოუსაფრთხოების კუთხით

NULL

ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე, მიიჩნევს, რომ “გაზაპრომთან” შეხვედრები ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების კუთხით საფრთხეს არ წარმოადგენს, გამომდინარე იქიდან, რომ იმ კომპანიების საქმიანობა, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, მოქცეულია ქართული სამართლისა და კონტროლის არეალში.

ბოლო დროს, საკმაოდ ცხელი თემაა საქართველოს მთავრობისა და რუსული ენერგოგიანტის “გაზპრომის” წარმომადგენლების გააქტიურებული შეხვედრები. ექსპერეტებისა და პოლიტიკოსების ნაწილი აღნიშნულ საკითხს ჩვეულებრივ სამუშაო პროცესად აფასებენ, და ენერგოუსაფრთხოების კუთხით მოსალოდნელ საფრთხეებს ვერ ხედავენ, ხოლო მეორე ნაწილისთვის რაიმე ტიპის მოლაპარაკებები ისეთ კომპანიასთან, როგორიც “გაზპრომია” კატეგორიულად მიუღებელია.

ამ საკითხის ირგვლივ 13 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობას მიმართა და მთავრობის სხდომაზე ენერგოუსაფრთხოების საკითხის განხილვა მოითხოვა. ჯერჯერობით უცნობია გაიმართება თუ არა ამ თემაზე მტავრობის სხდომა, თუმცა ცნობილია პრემიერ მინისტრის პოზიცია, სადაც ღარიბაშვილი “გაზპრომის” ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისა და ექსპერტების სპეკულაციებს უკავშირებს. ასევე, გაუგებარია ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძისთვის ენერგოუსაფრთხოების დღისწესრიგში დადგომის საკითხი

ენერგო ობიექტების დიდი ნაწილი ყოფილი ხელისუფლების პირობებში გაიყიდა, რამდენად საფრთხის შემცველია ის, რომ ობიექტების დიდი ნაწილი სხვა ქვეყნის კომპანიების ხელშია,და წარმოადგენს თუ არა აღნიშნული საკითხი საფრთხეს ქვეყნის ენერგოდამუკიდებლობის კუთხით?

საქართველოში, ენერგეტიკის სფეროში მოქმედი კომპანიების საქმიანობა მოქცეულია ქართული სამართლის და კონტროლის არეალში. თუ მათი მხრიდან კანონგარეშე ქმედებას ექნება ადგილი, ისინი კონფლიქტში მოდიან სამართალთან. ის, რომ ამ კომპანიების დამფუძნებლები უცხო ქვეყნის იურიდიული პირები არიან, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, თუ საინვესტიციო კონტრაქტები სწორადაა შედგენილი და ენერგოპოლიტიკა სწორადაა ჩამოყალიბებული.

სწორად არის ჩამოყალიბებული?

დღესდღეობით, მე ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ, ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით. ბუნებრივია, ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ ენერგოეფექტური პოლიტიკის გატარებაზე. 2016 წელი პოლიტიკურად ცხელია და ამიტომ მოხდა ენერგოუსაფრთხოების თემის გააქტიურება. ეს პიარული სვლაა. ჩვენ უნდა ვეძებოთ ალტერნატიული ენერგოწყაროები, რათა მოწოდების წყაროები იყოს დივერსიფიცირებული. უნდა გავზარდოთ ქვეყანაში არსებული ჰიდრო თუ სხვა სიმძლავრეები, რაც ენერგოდამოუკიდებლობას გააძლიერებს.

პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები აზერბაიჯანული გაზის ჩანაცვლებაზე ერთმნიშვნელოვნად არ მიმდინარეობს. საქართველოს გავლით, რუსულ გაზს იღებს სომხეთი და ტრანზიტის საფასურად ქვეყანა იტოვებს გატარებული გაზის ნაწილს. რეალურად, მხოლოდ მოცულობის ზრდაზეა საუბარი. თუ მხოლოდ ტრანზიტის მოცულობის ზრდაზეა საუბარი, მაშინ რას უკავშირებთ იგივე პრეზიდენტის მოთხოვნას, რომელმაც მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა?

პრეზიდენტის მოთხოვნა უკავშირდება ორ საკითხს – ნაკლებად ინფორმირებულობასა და კომუნიკაციას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ჩვენ შეგვიძლია გაზი შევიძინოთ ან რუსეთში, ან აზერბაიჯანში. სხვა შესაძლებლობა, უბრალოდ, არ არსებობს. თუ ტრანზიტის გაზრდით უფრო მეტი გაზი დაგვრჩება, ან სხვა მხრიდან შეგვიძლია იაფი გაზის შეძენა, ეს რატომ არ უნდა გავაკეთოთ? თუ ამაზე უარს ვიტყვით, გამოდის, რომ არაეფექტურ პოლიტიკას ვატარებთ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად