ლევან კაკავა: მოვუწოდებ ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს, ისარგებლონ მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათებით

მინდა, მოვუწოდო იმ მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში და ვისაც მოუწია საქმიანობის შეჩერება ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გამო, ისარგებლონ საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათებით,- ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამართალდაცვითი თემატური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მისივე თქმით, მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათებით სარგებლობისთვის დასახელებულმა მეწარმე სუბიექტებმა შემოსავლების სამსახურს სპეციალური ფორმით უნდა მიმართონ.

„ამისთვის აუცილებელია, მათ შემოსავლების სამსახურს მიმართონ სპეციალური ფორმით, რათა მათ მიმართ არ განხორციელდეს დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები,“- აღნიშნა ლევან კაკავამ.p

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად