ლევან ჯაფარიძე “ნაცმოძრაობას”: ბექა ოდიშარიას თაბორის მთაზე მიწის ნაკვეთი 1 ლარად თქვენ მიყიდეთ, ახლა კი აკრიტიკებთ

თაბორის მთის ტერიტორიაზე პარლამენტარ ბექა ოდიშარიას კუთვნილი მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობის საკითხზე ოპოზიციის განცხადებებს საკრებულოს წევრი ლევან ჯაფარიძე გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლების ბრალდებები მიუღებელია, რადგან ოდიშარიას მიწის ნაკვეთი სიმბოლურ თანხად, სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გადაეცა.

„მინდა გითხრათ, რომ სწორედ თქვენი ხელისუფლების მიერ მოხდა ბექა ოდიშარიასთვის თაბორის მთაზე არსებული მიწის ნაკვეთის  სიმბოლურ ფასად გადაცემა. 2008 წელს,  3 ათასი კვ.მ მიწის ნაკვეთიდან   421 კვ.მ. 1 ლარად მიჰყიდეთ.   ჩვენ  რომ განგვეხილა ეს საკითხი, იმ საბუთებზე დაყრდნობით, რაც 2008 წელს იყო წარმოდგენილი, ბექა ოდიშარია უარს მიიღებდა.  მე, 2008 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებას ვეწინააღმდეგები და ეჭვქვეშ ვაყენებ.  მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის  მორალურად მიუღებელია, ერთი ხელისუფლების დროს ნაჩუქარი მიწის  ამ ფასად გაყიდვა თუ ყიდვა“,- განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, აღნიშნულ შეთანხმებას მხარი 30-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 6 წავიდა, რომელთა შორის იყო უმრავლესობის წევრი ლევან ჯაფარიძე

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად