ლევან იზორია საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს

ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პოს ტივის“ ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ გადადგომის შესახებ განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს უკვე მიმართა.

მისივე განმარტებით, ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გადაწყდა, რომ ის გერმანიაში საქართველოს ელჩად გააგრძელებდა მუშაობას და განცხადების დაწერაც იანვრის ბოლოსთვის იგეგმებოდა.

დაზვერვის სამსახურის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ მისი გერმანიაში ჩასვლა და ელჩის თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელება თებერვლის ბოლოდან იგეგმება.

ლევან იზორიას განმარტებით, თანამდებობის დატოვება ელჩად დანიშვნას უკავშირდება და არა იმ ვიდეოკადრებს, რომლებიც მის ძმასთან დაკავშირებით გავრცელდა.

ლევან იზორია საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელად 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა. ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობასაც იკავებდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად