ლევან იზორია: მცხეთაში არსებული სამხედრო ბაზა ლოკაციის ადგილს არ შეიცვლის

მცხეთაში არსებული სამხედრო ბაზა ლოკაციის ადგილს არ შეიცვლის. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხების გაცემისას განაცხადა.

„მცხეთაში არსებული სამხედრო ბაზის დატოვების აუცილებლობა დაკავშირებულია გარკვეულ საიდუმლო ინფორმაციასთან, რომელზეც საჯაროდ ვერ გაგცემთ პასუხს, მაგრამ ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია. არგუმენტაცია უკავშირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და შესაბამისად, მისი ლოკაციაც სწორედ ამ უსაფრთხოების დაცვის ადეკვატურია“, -განაცხადა ლევან იზორიამ პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრის „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოვიდა, რის შემდეგაც კანონმდებლებმა მინისტრს მათთვის საინტერესო შეკითხვები დაუსვეს.

ამჟამად, დეპუტატები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის პასუხებს ისმენენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...