ლევან იზორია და მისი მოადგილეები – რამდენს იღებენ ხელფასად და დანამატად თავდაცვის მაღალჩინოსნები

რა რაოდენობის ხელფასებს და დანამატებს ირებენ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები და ვინ ლიდერობს მათ შორის ყველაზე მაღალი ანაზღურებით? რამდენს იღებდნენ იზორიას მოადგილეები და თავად თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია?
“აიპრესმა” 2017-2019 წლების საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა და დაამუშავა.

ლევან იზორია: 2017 წელს თავდაცვის მინისტრის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 3 540 ლარს, ხოლო დანამატი – 5 188 ლარს. თვეში მინისტრი შრომის ანაზღაურების სახით იღებდა 8 728 ლარს.

2017 წლის 12 თვეში თავდაცვის მინისტრს მიღებული აქვს:

სარგო – 42 480 ლარი
დანამატი – 62 256 ლარი
სულ – 104 736 ლარი

 ლელა ჩიქოვანი – თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თანამდებობრივი სარგოს სახით ყველა მცირე ანაზღაურება მარტში მიიღო – 2740,75 ლარი, ხოლო ყველაზე დიდი კი აპრილში – 3 180,00 ლარი. თანამდებობრივი სარგოს საშუალო თვიურმა ოდენობამ შეადგინა  2951,73 ლარი. ყველაზე მცირე ოდენობით დანამატი მან აპრილში მიიღო – 6 221,00 ლარი, ხოლო ყველაზე მაღალი კი მარტში – 6 610,83 ლარი. დანამატის საშუალო თვიურმა ოდენობამ შეადგინა 6 373,07 ლარი. ჯამურად ყველაზე მცირე ანაზღაურება (თანამდებობრივი სარგო პლიუს დანამატი) ლელა ჩიქოვანმა მიიღო მარტში – 9 351,58 ლარი, ხოლო ყველაზე მაღალი კი აპრილში – 9 401,00 ლარი.

საშუალო თვიურმა ანაზღაურების ოდენობამ შეადინა 9 324,80 ლარი. 

სრული სტატისტიკა იხილეთ სტატიის ბოლოში გამოქვეყნებულ ცხრილში.

2017 წლის 12 თვეში თავდაცვის მინისტრი პირველ მოადგილეს ლელა ჩიქოვანს მიღებული აქვს:

სარგო – 35 420,75 ლარი
დანამატი – 76 476,83 ლარი
სულ – 111 897,58 ლარი

2017 წელს თავდაცვის მინისტრის მოადგილეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობა შეადგენდა  2720 ლარს, დანამატის ოდენობა 5 780 ლარს, ხოლო ანაზღაურების ჯამური ოდენობა (თანამდებობრივი სარგო პლიუს დანამატი) კი 8 500 ლარს. მცირედი განსხვავება მოადგილეების მიერ წლის განმავლობაში მიღებულ თანხებში ერთ შემთხვევაში ერთჯერადად მიღებული პრემიით და მეორე შემთხვევაში ერთ-ერთი თვეში რამდენიმე აუნაზღაურებელი დღით არის განპირობებული.

2018 წლის იანვარში მინისტრ ლევან იზორიას და მის მოადგილეებს დანამატი არ მიუღიათ, ხოლო თანამდებობრივი სარგო მათ წინა წლის სარგოს პლიუს დანამატის შესაბამისად მიიღეს: ლევან იზორიამ – 8 728 ლარი, ლელა ჩიქოვანმა – 9 300 ლარი, ზაალ კაპანაძემ – 8 500 ლარი, ნუკრი გელაშვილმა – 8 500 ლარი, გიორგი ბუთხუზმა – 8 500 ლარი.

2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის ივნისის ჩათვლით, თავდაცვის მინისტრის და მისი მოადგილეების თვიური ანაზღაურების ოდენობა უცვლელია და შეადგენს:

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია – თანამდებობრივი სარგო 6 250 ლარი;

თავდაცვის მინისტრის I მოადგილე ლელა ჩიქოვანი – თანამდებობრივი სარგო 7 600 ლარი, დანამატი 1000 ლარი, სულ ანაზღაურება – 8 600 ლარი;

თავდაცვის მინისტრის მოადგილეები – თანამდებობრივი სარგო 7 500 ლარი, დანამატი 1000 ლარი, სულ 8500 ლარი.

2018 წლის თებერვლიდან თავდაცვის მინისტრის თვიური ანაზღაურება 2017 წლის საშუალოსთან შედარებით შემცირებულია 2 478 ლარით, ხოლო მისი პირველი მოადგილის – 725 ლარით. თავდაცვის მინისტრის მოადგილეების თვიური ანაზღაურების ოდენობა არ შეცვლილა.

აქვე გთავაზობთ ცხრილს ლევან იზორიას დეპარტემენტის ხელმძღვანელების ანაზღურების შესახებ:

მასალა და ცხრილი მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად