ლევან იოსელიანი: თუ ნიკა მელია იქნება თბილისის მერობის კანდიდატი, ჩვენ მხარს არ დაუჭერთ

მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, პარტია “მოქალაქეების” წევრის, ლევან იოსელიანის თქმით, იმ შემთხვევაში თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიცია თბილისის მერობის კანდიდატად პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას წარადგენს, “მოქალაქეები” მას მხარს არ დაუჭერენ.

 

“არ ვიცი, ოპოზიციაში რა პროცესები მიდის, ხან ერთად არიან, ხან იყოფიან, ხან ერთმანეთს ედავებიან, ხან ეფერებიან, ეგ არ არის ჩემი საქმე. ერთადერთი ის ვიცი, რომ თუ ნიკა მელია იქნება მერობის კანდიდატი, ჩვენი პარტიის მხარდაჭერა მას არ ექნება” – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...