ლევან იოსელიანი: მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდის შემთხვევაში, ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში

ასე უპასუხა პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტების კითხვას, აპირებს თუ არა გაითვალისწინოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოწოდება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ განსხვავებით 8 მარტის შეთანხმებისგან, ახლა საერთაშორისო პარტნიორები ოპოზიციის მხარეს არ არიან.

„ყოველთვის ვამბობდით, რომ საერთაშორისო კონტექსტი, განსხვავებით 8 მარტის შეთანხმებისგან, არ არის ამ შემთხვევაში ოპოზიციის მხარეს. ამიტომ ჩვენი მოსაზრება არის, რომ მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდის შემთხვევაში, ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მანვე კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებაზე, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის, ოპოზიციასთან ერთად განახორციელოს საარჩევნო რეფორმა.

„მესმის, რომ მზად არიან გააკეთონ საარჩევნო რეფორმა იმიტომ, რომ ამაზე გვაქვს შეთანხმება მიღწეული ჩვენი მეგობარი ფასილიტატორების თანდასწრებით. მეორე საკითხია, მივიყვანთ თუ არა მოლაპარაკებებს ბოლომდე. მაგ საარჩევნო რეფორმის ნაწილშიც რჩება შეუთანხმებელი პუნქტები, რომელიც არის სამუშაო და რომელიც არის ბოლომდე მისაყვანი, რადგან სხვადასხვა პარტიას სხვადასხვა მოთხოვნა აქვთ, მათ შორის „გირჩს“ აქვს სხვა მოსაზრება, ჩვენ – სხვა. შეიძლება სხვა კიდევ განსხვავებულად ხედავდეს თვითონ საარჩევნო რეფორმის საკითხსაც. ეს სამუშაო მისაყვანია ბოლომდე, დაახლოებით 70 პროცენტი არის შესრულებული“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად