ლევან იოსელიანი: „გირჩსა“ და „მოქალაქეებს“ შორის კონსულტაციები გაიმართება – შეთანხმების გარეშე არსად შესვლას არ ვაპირებთ

პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის ინფორმაციით, დღეს „გირჩსა“ და მოქალაქეებს“ შორის კონსულტაციები გაიმართება.

როგორც ლევან იოსელიანმა განაცხადა, „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ შეხვედრა დღეს პირველად შედგება და ისინი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხს განიხილავენ, რომელიც პარლამენტში შესვლას და არჩევნების საკითხს შეეხება.

„შეხვედრაზე ვისაუბრებთ მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე, ვისაუბრებთ იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელშიც ახლა ვართ და აქედან გამოსვლის გზებზე. მაინტერესებს მათი ხედვა, როგორ ხედავენ ამ ყველაფერს, რა გეგმები აქვთ. მივდივართ, რომ გავიგოთ, როგორია მათი პოზიცია. ჩვენი პოზიცია ნათელია – ვამბობთ, რომ შეთანხმების გარეშე არსად შესვლას არ ვაპირებთ. დაველოდებით მეხუთე რაუნდს, ვნახავთ, რა ტიპის შეთანხმებას მივაღწევთ და თუ მისაღები იქნება ყველა ის პირობა ჩვენთვის, სხვაც რომ არ შემოვიდეს, ჩვენ მოვაწერთ ხელს ამ შეთანხმებას და შევალთ. შესაბამისად, ჩვენც გვაინტერესებს, სხვას რა პოზიცია აქვთ. ეს არის ამ საკითხზე „გირჩთან“ პირველი შეხვედრა. სხვა პარტიებთან შეხვედრა არ გვქონია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად