ლევან იოსელიანი: ძალიან ცუდი დამოკიდებულება მაქვს ბოიკოტისტების მიმართ -გადმოსხდნენ მანქანებიდან, ნუ აიღებენ ხელფასებს და შემდეგ წავიდნენ ბოიკოტში

ზოგადად, ძალიან ცუდი დამოკიდებულება მაქვს ბოიკოტისტების და ბოიკოტის მიმართ, რადგან მიმაჩნია, რომ ვინც ბოიკოტშია, იმან უარი უნდა თქვას იმ პრივილეგიებზე, რითაც სარგებლობენ პარლამენტში. კეთილი ინებონ და გადმოსხდნენ მანქანებიდან, ნუ აიღებენ ხელფასებს და შემდეგ წავიდნენ ბოიკოტში, ეგ იქნება სწორი. ხალხის ფულს ნუ დახარჯავენ საკუთარი ბოიკოტის გასამყარებლად“.

ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის საკითხს, მისივე განმარტებით, ამ მოთხოვნამ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ თავისი მნიშვნელობა დაკარგა.

„ჩემი აზრით, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნამ დაკარგა თავისი მნიშვნელობა მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის არჩევნებზე დაფიქსირდა ის, ციფრი რაც დაფიქსირდა, რომელიც ვერ გადალახა ოპოზიციამ. არ მიმაჩნდა სწორი ამ საკითხის დაყენება რეფერენდუმის სახით. მეორე წრეზე თუ აპირებენ წასვლას, მათი საქმეა, მე არც მაშინ ვუჭერდი მხარს და არც ახლა ვუჭერ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კომენტარები
იტვირთება...