ლევან იოსელიანი: ჩვენ გვჯერა ინსტიტუციური განვითარების და არა რევოლუციური სცენარების

თუ ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, რა თქმა უნდა, რომ ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახლა პრიორიტეტი საარჩევნო სისტემის რეფორმირება, – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა ლევან იოსელიანმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

ის მოუწოდებს ოპოზიციას პარლამენტში შესვლისა და საკონსტიტუციო ცვლილებებში მონაწიეობისკენ, რაც ბარიერის დაწევას გულისხმობს. მისი თქმით, ეს შესაძლობლობაა მრავალპარტიული პარლამენტისთვის.

“თუ ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, რა თქმა უნდა, რომ ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახლა პრიორიტეტი საარჩევნო სისტემის რეფორმირებაა და ჩვენ ამით ვართ დაკავებული. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა ჩვენ თავზე და რაც მთავარია ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რა დოზის კრიტიკა და დაუმსახურებელი ტალახი მოგვხვდებოდა. მაგრამ გვჯერა ამ ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების და ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლის და არა რევოლუციური სცენარების. ჩვენ ამას თავის დროზე გავემიჯნეთ და ამიტომ გადადვდგით ეს ნაბიჯი.

სამწუხაროა, რომ სხვა პარტიებმა ეს ვერ მოახერხეს ჯერჯერობით, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ გააცნობიერებენ პარტიები, რომ თუ 5%-იანი ბარიერი დარჩება 2024 წელს, მაშინ კიდევ უფრო მძიმე ფონს მოგვცემს ქვეყანაში და კიდევ უფრო მეტ პოლარიაზაიციას. თუნდაც ამ ერთი ცვლილებისთვის უნდა შემოვიდნენ და ბარიერი დავწიოთ. დაბალი ბარიერი შესაძლებლობაა, რომ უფრო მრავალპარტიული პარლამენტი მივიღოთ, ვიდრე დღეს არის. თუ ამს არ გამოვიყენებთ, მაშინ მივიღებთ ორპარტიულ პარლამენტს, რაც კატასტროფა იქნება”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...