A1 ბანერი

ლევან გორგაძეს ოძეკის წოდების შენარჩუნების შანსები შეუმცირდა

ოსაკაში ჰარუ ბაშოზე ფინიში მოახლოვდა. დღეს თხუთმეტდღიანი ასპარეზობის მეთერთმეტე დღეა.

ჯურიო დივიზიონში გაგამარუ მონღოლ მიტორიუს (ჯურიო N12, სიმაღლე 188 სმ, წონა 194 კგ) შეხვდა და იორიკირით დამარცხდა. გაგამარუს 6:5 ბალანსი აქვს.

მაკუჩი დივიზიონში ტოჩინოშინი ოძეკ ტაკაიასუს (185 სმ, 178 კგ, ბალანსი ლევანთან 10:8) შეხვდა, ცუკიოტოშით დამარცხდა და ოძეკის წოდების შენარჩუნების შანსები, დარჩენილ მეტოქეთა გათვალისწინებით (ლევანი ჰარუ ბაშოზე იოკოძუნებს – ჰაკუჰოს და კაკარიუს, და სეკივაკეებს – ტამავაშის და ტაკაკეიშოს, ჯერ არ შეხვედრია) ძალიან შეუმცირდა. ლევანის ბალანსი არის 6:5 და დარჩენილ ოთხ შეხვედრაში ორი მოგება ესაჭიროება.

ხვალ ლევანის მეტოქე იოკოძუნა ჰაკუჰო იქნება.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...