ლევან გორგაძეს მონღოლი ტამავაში “დაბრიყვებული” ჰყავს (ვიდეო)

ტოკიოში დღეს ჰაცუ ბაშოს მეცხრე დღის შეხვედრები მიმდინარეობს

დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მონღოლი ტამავაში იყო. შეხვედრის დასაწყისში მონღოლმა მოახერხა და ლევანს მავაშიში მარცხენა ხელის ჩავლება არ დაანება, თუმცა ლევანმა განმეორებით მცდელობისა მყარად ჩაავლო მარცხენა ხელი მავაშიში ტამავაშის და მისი დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად იორიკირით გაიყვანა იგი დოჰიოს წრიდან.

რვა დღის შემდეგ ლევან გორგაძეს 4 მოგება და 5 წაგება აქვს. ხვალ მისი მეტოქე იაპონელი ასანოიამა იქნება. ურთიერთშეხვედრებში ანგარიშია 3:1 ასანოიამას სასარგებლოდ.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად