ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში მიმდინარე ნოემბრის ბაშოს დასრულებამდე 4 დღე დარჩა
გუშინ ტოჩინოშინმა იჩინოჯოსთან განიცადა მარცხი, დღეს კი კირიბაიამა დაამარცხა და ბაშოს დასრულებამდე 4 დღით ადრე 6 მოგება და 5 წაგება აქვს.
ხვალ ტოჩინოშინი მე-4 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯის შეხვდება. ურთიერთშეხვედრებში მცირე უპირატესობა ტოჩინოშინს აქვს – 5:4
11 დღის შემდეგ ბაშოზე ოძეკი ტაკაკეიშო და მე-17 მაეგაშირა შიმანოუმი ლიდერობენ. მათ ათ-ათი გამარჯვება აქვთ. კომუსუბ ტერუნოფუჯის და მე-10 მაეგაშირა რიუდენს ცხრა-ცხრა გამარჯვება აქვთ.