ლევან გორგაძემ ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ მეისეი დაამარცხა (ვიდეო)

ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანის” დარბაზში ჰაცუ ბაშოს მე-9 დღის შეხვედრები გაიმართა.

ტოჩინოშინმა ზედიზედ განცდილი 6 მარცხის შემდეგ მეისეი დაამარცხა და ჰაცუ ბაშოზე მესამე გამარჯვება მოიპოვა. კაჩი კოშის (დადებითი ბალანსი) გაფორმებისა და ბანძუკეში (რეიტინგში) დაწინაურებისთვის ტოჩინოშინმა დარჩენილი 6 შეხვედრიდან 5-ში უნდა გაიმარჯვოს.

ჰაცუ ბაშოს მე-9 დღეს პირველად დამარცხდა დაიეშო. მას ტაკარაფუჯიმ მოუგო.

დაიეშოს მარცხით ისარგებლა შოდაიმ, მან ტაკაიასუ დაამარცხა და დაიეშოსთან ჩამორჩენა ერთამდე შეამცირა.

ხვალ ტოჩინოშინი ტაკაიასუს შეხვდება. ურთიერთშეხვედრებში ტაკაიასუა წინ – 13:9. მათ შორის გამართულ ბოლო შეხვედრაში გორგაძემ გაიმარჯვა. ჰაცუ ბაშოზე ტაკაიასუს 5 გამარჯვება აქვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...