ლევან გორგაძემ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო! (ვიდეო)

ტოკიოში ნაცუ ბაშოს მესამე დღის შეხვედრები მიმდინარეობს.

ჯურიო დივიზიონში გაგამარუმ (ჯურიო N8) ჩიონოუმი (ჯურიო N9) დაამარცხა და სამი დღის თავზე ორი მოგება აქვს ერთი მარცხის წილ.

მაკუჩი დივიზიონში სეკივაკე ტოჩინოშინს აღმოსავლეთის N4 მაეგაშირა, იაპონელი ოკინოუმი (190სმ, 165კგ, ბალანსი ლევანთან 5:7) ჰყავდა მეტოქედ და მისი დამარცხება ლევანს წინა მეტოქეებისამებრ ხელში ატაცებით არ გამოუვიდა. მეტიც, ერთ მომენტში ძალიან კრიტიკულ სიტუაციაში კი აღმოჩნდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დასძლია მეტოქის შეოპოვარი წინააღმდეგობა და გაიმარჯვა იორიკირით

სამი დღის თავზე ტოჩინოშინს სამი გამარჯვება აქვს

ხვალ მისი მეტოქე დასავლეთის N3 მაეგაშირა, მონღოლი ტამავაში (188სმ, 173კგ, ბალანსი ლევანთან 10:17) იქნება.

მაალა მოამზად რაულ კაპანაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...