ლევან გორგაძემ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო (ვიდეო)

ტოკიოში, აკი ბაშოზე, სუმოტორებმა ბრძოლების ორი მესამედი მოითავეს.

მოულოდნელად დაწინაურებულმა რიგითმა მაეგაშირებმა, ოკინოიმმა და მეისეომ დღეს მარცხი განიცადეს და მათ რანგით უფრო მაღლა მდგომი, სეკივაკეები მიტაკეუმი და ტაკაკეშო და N2 მაეგაშირა ასანოიამა წამოეწივნენ და არცთუ შთამბეჭდავი ბალანსით – 8:2, აკი ბაშოზე ერთბაშად ხუთი სუმოტორი დაწინაურდა.

დღეს ტოჩინოშინის მეტოქე ჩიოტაირიუ იყო. უაღრესად დაძაბული ბრძოლა ლევანმა იორიკირით მოიგო და ბალანსი გაათანაბრა – 5:5. მას დარჩენილ 5 შეხვედრაში მაკე-კოშის გასაფორმებლად და, შესაბამისად, ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად სამი გამარჯვება ესაჭიროება.

ხვალ ტოჩინოშინი ტაკაკეიშოს (ბალანსი აკი ბაშოზე) შეხვდება

ჯურიო დივიზიონში გაგამარუ დამარცხდა ასაგიოკუსეისთან და სამწუხაროდ, მაკე-კოშამდე ერთი წაგება აშორებს – 3:7

ხვალ გაგამარუ იროდორის (ბალანსი აკი ბაშოზე 3:6) ხვდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად