ლევან გორგაძემ ზედიზედ მე-5 შეხვედრა მოიგო და ბაშოს დასრულებამდე 2 დღით ადრე დადებით ბალანსზე გავიდა (ვიდეო)

ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანის” დარბაზში სექტემბრის ბაშოს მეცამეტე დღის შეხვედრები გაიმართა

ტოჩინოშინის მეტოქე სექტემბრის ბაშო მეცამეტე აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა კაგაიაკი იყო.

მეტოქეებმა ღონით ერთმანეთს ტოლი არ დაუდეს, უფრო ტექნიკური კი ტუჩინოშინი აღმოჩნდას და მან უვატენაგეთი დაამარცხა მეტოქე.

ბაშოს დასრულებამდე ორი დღით ადრე ტოშინოშინს 7 მოგება აქვს და დედაბით ბალანსის დაფიქსირების და ბანძუკეში დაწინაურებისთვის ერთი მოგება ესაჭიროება.

ხვალ ტოშინოშინის მეტოქე დასავლეთის მე-2 მაეგაშირა კირიბაიამა იქნება

სექტემბრის ბაშოს 11 გამარჯვებით ერთპიროვნულად ლიდერობს იოკოძუნა ტერანოფუჯი. 10-10 გამარჯვება აქვთ დასავლეთის მე-6 და მე-10 მაეგაშირებს – ონოშოს და მიოგირის და აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა ენდოს.

კომენტარები
იტვირთება...