ლევან გორგაძემ ზედიზედ მე-3 შეხვედრა მოიგო და უარყოფითი ბალანსი მინიმუმამდე დაიყვანა (ვიდეო)

ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანის” დარბაზში სექტემბრის ბაშოს მეთერთმეტე დღის შეხვედრები დასრულდა

დღეს ტოჩინოშინმა ტოკოშორიუ დამარცხა იორიკირით და ზედიზედ მე-3 გამარჯვებით უარყოფითი ბალანსი მინიმუმამდე დაიყვანა. თერთმეტი დღის შემდეგ მას 6 მარცხის წილ 5 გამარჯვება აქვს.
 
ხვალ ტოცინოშინის მეტოქე მე-17 მაეგაიშრა ციონოკუნი იქნება, მას ბაშოზე 8 გამარჯვება აქვს მოპოვებული.
 
სექტემბრის ბაშოს 10 მოგებით ერთპიროვნულად ლიდერობს იოკოძუნა ტერუნოფუჯი. მის უახლოეს მდევრებს 8-8 მოგება აქვთ.
კომენტარები
იტვირთება...