A1 ბანერი

ლევან გორგაძემ უხერხული მეტოქე დაამარცხა

ოსაკაში ჰარუ ბაშოს მეცხრე დღის შეხვედრები გაიმართა

ჯურიო დივიზიონში გაგამარუმ ჯურიო N13 იაპონელო ტაკანოშო დამარცხა და დადებით ბალანსზე გავიდა – 5:4.

მაკუჩი დივიზიონში გუშინ ტოჩინოშინის მიერ იჩინოჯოს დამარცხების შემდეგ მხოლოდ ლეგენდარული მონღოლ იოკოძუნა ჰაკუჰოს აქვს რვა შეხვედრიდან რვა მოგება, თუმცა იოკოძუნა კაკურიუ, ოძეკები ტაკაიასუ და გოეიდო და სეკივაკე ტაკაკეშო კვლავ იმპერატორის თასის მოგების კანდიდატებად განიხილებიან. დღევანდელი ბრძოლების წინ
ჰარუზე ასეთი მდგომარეობა იყო:

შოდაიმ, როგორც ვხედავთ, ჰაროზე ყველა შეხვედრა წააგო, თუმცა ის ლევანისთვის მეტად უხერხული მეტოქეა და შარშან იანვრის შემდეგ 5-ჯერ ჰყავდა ლევანი დამარცხებული. დღეს ლევანმა მეტად დაძაბულ ბრძოლაში დაარღვია უსიამოვნო ტრადიცია და გაიმარჯვა. ტოჩინოშინს 6 გამარჯვება აქვს და დარცენილ 6 შეხვედრაში პროგრამა-მინიმუმის, ოძეკობის წოდების შეანარჩუნებისთვის, 2 მოგება ესაჭიროება.

ხვალ ლევანი ოძეკს გოეიდოს შეხვდება. ამ უკანასკნელმა დღეს იჩინოჯოსთან განიცადა მარცხი და 7 მოგება და 2 დამარცხება აქვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...