ლევან გორგაძემ შოტა ენდო დაამარცხა და დადებით ბალანსზე გავიდა (ვიდეო)

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში დღეს ნოემბრის ბაშოს მეშვიდე დღის შეხვედრები გაიმართა.

ტოჩინოშინი დღეს იაპონელ შოტა ენდოს შეხვდა. ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 7:6 იყო ტოჩინოშინის სასარგებლოდ. მას ბოლო სამ შეხვედრაში ზედიზედ სამჯერ ჰყავს დამარცხებული ენდო. მიმდინარე ბაშოზე ენდოს საწყისი 4 შეხვედრა ჰქონდა მოგებული.

ლევანმა დღევანდელი შეხვედრა უხერხულ მეტოქესთან კარგად იბრძოლა, შანსი არ მისცა მეტოქეს შეტევის წამოწყების და დოჰიოდან “მოისროლა” იგი.

შვიდი დღის შემდეგ ლევანს 4 გამარჯვება აქვს სამი მარცხის წილს.

ხვალ ტოჩინოშინი მე-10 მაეგაშირას, იაპონელ მეისეს შეხვდება. ურთიერთშეხვედრებში ანგარიშია 3:0 მეისეის სასარგებლოდ. ბაშოზე მას ოთხი მოგება აქვს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად