ლევან გორგაძემ შოტა ენდო დაამარცხა და დადებით ბალანსზე გავიდა (ვიდეო)
ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში დღეს ნოემბრის ბაშოს მეშვიდე დღის შეხვედრები გაიმართა.
ტოჩინოშინი დღეს იაპონელ შოტა ენდოს შეხვდა. ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 7:6 იყო ტოჩინოშინის სასარგებლოდ. მას ბოლო სამ შეხვედრაში ზედიზედ სამჯერ ჰყავს დამარცხებული ენდო. მიმდინარე ბაშოზე ენდომ საწყისი 4 შეხვედრა ჰქონდა მოგებული.
ლევანმა დღევანდელი შეხვედრა უხერხულ მეტოქესთან კარგად იბრძოლა, შანსი არ მისცა მეტოქეს შეტევის წამოწყების და დოჰიოდან “მოისროლა” იგი.
შვიდი დღის შემდეგ ლევანს 4 გამარჯვება აქვს სამი მარცხის წილ.
ხვალ ტოჩინოშინი მე-10 მაეგაშირას, იაპონელ მეისეს შეხვდება. ურთიერთშეხვედრებში ანგარიშია 3:0 მეისეის სასარგებლოდ. ბაშოზე მას ოთხი მოგება აქვს.