ლევან გორგაძემ შოტა ენდო 2 წამში დაამარცხა (ვიდეო)

ტოკიოში აკი ბაშოს მეცხრე დღის შეხვედრები გაიმართა

იოკოძუნების ასპარეზობიდან ჩამოშორების შემდეგ ბაშოზე რანგით ყველაზე ძლიერები, კადობანში ჩაყენებული ოძეკები, გოიედო და ტოჩინოშინი, სუსტად ასპარეზობენ, სეკივაკეებმა და კომოსუბებმაც ორ-ორი მარცხი განიცადეს უკვე და ბაშოზე ლიდერებად რიგითი მაეგაშირები, მაისეი და ოკინეუმი მოგვევლინენ. მათ 9 დღის შემდეგ რვა-რვა გამარჯვება აქვთ.

ლიდერებს კვლაში უდგანან სეკივაკეები, ტაკაკეიშო და მიტაკეუმი და N2 მაეგაშირა ასანოიამა. მათ შვიდ-შვიდი გამარჯვება აქვთ. ლევანის დღევანდელ მეტოქეს, კომოსუბს, იაპონელ შოტა ენდოს რვა დღის შემდეგ 6 გამარჯვება ჰქონდა და დღევანდელ შეხვედრას უნდა გადაეწყვიტა, დარჩებოდა თუ არა იგი იმპერატორის თასის მოპოვების მებრძოლთა წინა რიგებში.

არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა დღევანდელ შეხვედრას ლევან გორგოძისთვისაც, რომელსაც უკვე 5 მარცხი ჰქონდა განცდილი ბაშოზე და ოძეკის წოდების შენარჩუნებისთვის კიდევ 5 შეხვედრა ჰქონდა მოსაგები. ლევან გორგაძემ შეხვედრის დაწყებისთანავე აიცილა პირდაპირი შეჯახება და შოტა ენდო ჰატაკიკომის ილეთის დასცა დოჰიოზე.

ცხრა დღის შემდეგ ტოჩინოშინმა მდგომარეობა შედარებით გამოასწორა. მას ბალანსი 4:5-თან აქვს და ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად 4 მოგება ესაჭიროება დარჩენილ 6 შეხვედრაში

ხვალ ტოჩინოშინი ჩიოტაირიუს (ბალანსი აკი ბაშოზე 2:7) შეხვდება

ჯურიო დივიზიონში გაგამარუ დამარცხდა კოტონოვაკასთან და ბალანსი 3:6-თან გაუხდა.

ხვალ გაგამარუ ასაგიოკუსეის (ბალანსი აკი ბაშოზე 3:6) შეხვდება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...