ლევან გორგაძემ სექტემბრის ბაშოს პირველ დღეს კოტოეკო დაამარცხა (ვიდეო)

ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანის” დარბაზში დღეს სექტემბრის ბაშოს პირველი დღის შეხვედრები გაიმართა

ივლისის ბაშოს შედეგებით ნახევარი საფეხურით დაქვეითებულმა, დასავლეთის მე-12 მაეგაშირა ლევან გორგაძემ დასავლეთის მე-11 მაეგაშირა კოტოეკოს უვატედაშინაგეს ილეთის სძლია.

ხვალ, სექტემბრის ბაშოს მეორე დღეს, ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა შოტა ენდოს შეხვდება. ენდომ დღეს დასავლეთის მე-10 მაეგაშირა მიოგირიუსთან შეხვედრაში განიცადა მარცხი.

კომენტარები
იტვირთება...