ლევან გორგაძემ საფირმო ილეთით გაიმარჯვა (ვიდეო)

ოსაკაში ჰარუ ბაშოს მეხუთე დღის შეხვედრები მიმდინარეობს.

ჯურიო დივიზიონში გაგამარუ (186 სმ, 199 კგ) იაპონელ კიოკუტაისეის შეხვდა, დამარცხდა ჰიკიოტოშით და კვლავ უარყოფით ბალანსე გავიდა – 2:3. მაკუჩი დივიზიონში ტოჩინოშინი (191 სმ, 175 კგ) ბრაზილიელ გოლიათს, აღმოსავლეთის N1 მაეგაშირას, 32 წლის კაისეის (195 სმ, 204 კგ, ბალანსი ლევანთან – 7:11) შეხვდა და ჩვეულ სტილში იორიკირით გაიმარჯვა.

ლევანს ხუთი დღის შემდეგ 3 გამარჯვება აქვს ორი მარცხის წილ. ხვალ ტოჩინოშინი კომოსუბ მიტაკეუმს შეხვდება. მან დღეს ჰოკუტოფუჯისთან განიცადა მარცხი და ხუთი დღეს შემდეგ ბალანსი 3:2 აქვს.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...