ლევან გორგაძემ ოკინოუმს დაძაბულ შეხვედრაში სძლია და დადებითი ბალანსამდე ერთი მოგება აშორებს (ვიდეო)

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში დღეს მეცამეტე დღის შეხვედრები გაიმართა.

ლევან გორგაძემ ოკინოუმთა შეხვედრის დასაწყისშივე შეძლო მეტოქის მავაშიში მარცხენა ხელის ჩავლება, მაგრამ ოკინოუმმა შეუპოვრად იბრძოლა და რამდენჯერმე თავად შეუქმნა ლევანს პრობლემები. საბოლოოდ გორგაძემ შეხვედრის დასაწყისში განხორციელებული საყვარელი ჩავლებით მიღებული უპირატესობის გამოყენება და ოკინოუმი იორიკირით გაიყვანა დოჰიოდან.
 
13 დღის შემდეგ ტოჩინოშინს 7 მოგება აქვს და დარჩენილ ორ შეხვედრაში ერთის მოგება ესაჭიროება დადებითი ბალანსის დაფიქსირების და ბანძუკეში (რეიტინგში) დაწინაურებისთვის.
 
ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე ბრაზილიელი გოლიათი კაისეი იქნება. მიმდინარე ბაშოზე კაისეის 6 მოგება და შვიდი წაგება აქვს ლევანთან ურთიერთშეხვედრებში კი 8 მოგება აქვს 12ც მარცხის წილ.
 
ნოემბრის ბაშოს 12 მოგებით ერთპიროვნულად ლიდერობს ოძეკი ტაკაკეიშო. მან დღეს მე-17 მაეგაშირა შიმანოუმი დაამარცხა და 12 მოგება აქვს. 11-11 მოგება აქვთ კომუსუბ ტერანოფუჯის და შიმანოუმს.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად