ლევან გორგაძემ მონღოლი ჩიიშომა დაამარცხა და მეოთხე გამარჯვება მიითვალა (ვიდეო)

იაპონიის ქალაქ ფუკუოკას არენა „კოკუსაი სენტა” სუმოში წლის დასკვნით ტურნირს – კიუშუ ბაშოს მასპინძლობს.

კიუშუ ბაშოს მე-11 დღეს ქართველი რიკიში ლევან გორგაძე, რომელიც ასპარაზობაში ტრავმის გამო მეხუთე დღიდან ჩაება, მე-7 მაეგაშირა, მონღოლი ჩიიოშომა იყო.

ტოჩინოშინმა მეტოქე იორიკირით დაამარცხა და სატურნირო მდგომარეობა მცირედით გამოასწორა. მას 4 გამარჯვება აქვს.

ხვალ ტოჩინოშინი მე-16 მაეგაშირა სადანოუმს შეხვდება. პირად შეხვედრებში ტოჩინოშინს მასთან დადებითი ბალანსი აქვს – 5:3

კიუშუ ბაშოს დაუმარცხებლად ერთადერთი მოქმედი იოკოძუნა, მონღოლი ტერანოფუჯი ლიდერობს.

კომენტარები
იტვირთება...