ლევან გორგაძემ მეხუთე მარცხი განიცადა (ვიდეო)

ტოკიოში დღეს ჰაცუ ბაშოს მერვე დღის შეხვედრები დასრულდა.

გუშინ ტაკარაფუჯისთან შეხვედრაში ადვილად გამარჯვების შემდეგ, დღეს დამარცხდა და კვლავ მინუს ორ ბალანსზე გავიდა ტოჩინოშინი. მას დღეს ტაკანაშომ სძლია ოშიდაშის ილეთით.

რვა დღის შემდეგ ლევან გორგაძეს 3 მოგება და 5 წაგება აქვს. ხვალ მისი მეტოქე მონღოლი ტამავაში იქნება. ურთიერთშეხვედრებში ანგარიშია 18:11 გორგაძის სასარგებლოდ.

ბაშოს დასრულებამდე 7 დღით ადრე 7-7 გამარჯვებით ლიდერობენ ოძეკი ტაკაკეიშო, მე-4 მაეგაშირა შოდაი და მე-17 მაეგაშირა ტოკუშერიუ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად